|
2023-11-27 15:10:39, 727 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - პრემიერის გადაწყვეტილებით, CNN-ისთვის ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-ისთვის ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა. ვიდეორგოლის „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ პრეზენტაცია თბილისში გაიმართა და მას საქართველოს მთავრობის, მეღვინეობის დარგის, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანი მეღვინეები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ოთარ შამუგიამ მიმართა. მინისტრის განცხადებით, CNN-ის ეთერში ქართული ღვინის საიმიჯო ვიდეორგოლის განთავსება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოსაჩენად. „ქართული ღვინის პოპულარიზაცია ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რაზეც უკვე წლებია აქტიურად ვმუშაობთ - ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს პრიორიტეტულ ბაზრებზე. ჯერ კიდევ 2014 წელს დავიწყეთ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. 2017 წელს, კვლევის შედეგებმა დაადასტურა და მსოფლიო საზოგადოებამ გაიგო, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ღვინის წარმოების რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორიით”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი ვიდეორგოლი ქართული ღვინის შესახებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მომზადდა. ვიდეორგოლს CNN-ის ეთერით, ერთი თვის განმავლობაში, ათეულ მილიონობით ადამიანი ნახავს. ღონისძიებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ქართული ღვინის მარკეტინგულ გეგმებზე ისაუბრა. „ამერიკელი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაყურებლის წინაშე საქართველოს, როგორც უძველესი მეღვინეობის კულტურისა და ისტორიის, ასევე თანამედროვე მრავალფეროვანი და უნიკალური მეღვინეობის ინდუსტრიის მქონე ქვეყნის შესახებ CNN-ის ეთერში ვიდეორგოლის განთავსება მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და მისი, როგორც კატეგორიის ჩამოყალიბებას. ამ კუთხით, ჩვენ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს; შესაბამისად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები უფრო მასშტაბური გახდება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ. ქართული ღვინის საიმიჯო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაზე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია CNN-თან მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ასოციაციის „ქართული ღვინო“ წამომადგენლები შედიოდნენ. ჯგუფის წევრების მიერ შეთანხმდა ვიდეორგოლის ძირითადი კონცეფცია, რომ მთავარი გზავნილი უნდა ყოფილიყო ქართული ღვინის წარმოების უწყვეტი ტრადიცია, მარადიულ ღირებულებებთან ერთად. ვიდეორგოლი მომზადდა საქართველოში. გადაღებები სექტემბრის თვეში მიმდინარეობდა. ვიდეორგოლი, რომლის ხანგრძლივობა 30 წამია, ერთი თვის განმავლობაში, დღეში 6-ჯერ, CNN international-ზე განთავსდება. არხი მსოფლიოს 200 ქვეყანაში მაუწყებლობს; ვიდეორგოლი დღეში 3-ჯერ გაეშვება CNN North America-ის ეთერშიც. CNN-თან თანამშრომლობა ასევე მოიცავს ონლაინ კამპანიას, რაც გულისხმობს, ერთი თვის განმავლობაში, CNN-ის ოფიციალურ გვერდზე: https://edition.cnn.com/travel, ქართული ღვინის შესახებ სტატიების გამოქვეყნებას. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)