15:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 17:51:25, 670 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე შშმ პირთა დღის ცენტრში არსებულ ვითარებას გაეცნო

დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან  დაკავშირებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, შშმ პირთა დღის ცენტრში,  არსებულ ვითარებასა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

შშმ დღის ცენტრი სრულად უზრუნველყოფილია ჰიგიენური რესურსებისა და დამცავი საშუალებების მარაგით. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით.

დღის ცენტრით 6-დან 18 წლამდე 10 ბავშვი სარგებლობს სხვადასხვა სახის მომსახურებით, როგორებიცაა არაფორმალური განათლება, სოციალური უნარების განვითარება,  კვება და  ტრანსპორტირება. ბენეფიციარები სარგებლობენ  სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაუჩერით.

დღის ცენტრის მიზანია ბენეფიციარების ფიზიკურ გარემოში არსებული ბარიერების გამოვლენა, საჭიროებაზე მორგებული მომსახურება, ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა და  საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics