|
2021-02-16 09:27:58, 630 ნახვა
რეგიონი
შს მინისტრმა გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო თათბირი ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შემდეგ, სამუშაო თათბირი გურიის და სამეგრელოს რეგიონებში, საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელებთან გამართა. შეხვედრებს მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე დაესწრო. გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი დირექტორები ჰყავს. ვახტანგ გომელაურმა ოზურგეთში გამართულ თათბირზე გურიის პოლიციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს - ლევან ხარაბაძეს წარმატებები უსურვა. შინაგან საქმეთა მინისტრი გურიის შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვია. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა თანამშრომლებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს 10 თებერვლიდან პოლიციის პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე ხელმძღვანელობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციის ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ვახტანგ გომელაურმა გურიასა და სამეგრელოში გამართულ შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებზე ისაუბრა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)