2021-02-12 18:50:58, 746 ნახვა
რეგიონი
ქუთაისის მერიასთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტებს აკავებენ
ქუთაისის მერიასთან დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პოლიციამ აქტივისტებს მერიაში შესვლის უფლება არ მისცა, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
დაპირისპირების შემდეგ, აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, სადაც ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასა და შეკრებილ მოსახლეობას შორის გაგრძელდა, რაც ერთ-ერთი აქტივისტის ნიკა რასიას დაკავებით დასრულა.
აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერთან შეხვედრა მოითხოვეს და მას 10 წუთი მისცე დრო გამოსულიყო მერიის შენობიდან, მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ აქტივისტებმა მერიის შენობაში შესვლა თვითნებურად გადაწყვიტეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,