2021-02-11 11:37:31, 671 ნახვა
რეგიონი
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ
ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში, მეშახტეები მეორე დღეა გაიფიცნენ.
მათი განცხადებით, ისინი ადმინისტრაციის მხრიდან ანაზღაურების შემცირებას აპროტესტებენ.
11 მეშახტე პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავს და შახტიდან ამოსვლაზე უარს ამბობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,