2021-02-02 14:49:51, 689 ნახვა
რეგიონი
ქედაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა - დაშავდა ერთი ადამიანი
ქედაში, სოფელ აგარაში, ავტომობილი მდინარეში გადავარდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან