2021-01-20 17:24:35, 1022 ნახვა
რეგიონი
ხმაური ზუგდიდში - აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ
ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტაციასთან ხმაური იყო.
ადგილზე ერთმანეთს მოძრაობა „საქართველოსთვის“ ორგანიზაციის წევრები და სამართალდამცველები დაუპირისპირირდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე ბანერის დამაგრება სცადეს, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ამასთან, მათ ზუგდიდის სამხარეო რწმუნებულთან შეხვედრა სურდათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,