2021-01-15 15:17:49, 986 ნახვა
რეგიონი
ხმაური ბუკნარში - მაჟორიტარ დეპუტატსა და ენმ-ის წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ხმაური იყო.
ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბესო ქათამაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ქათამაძემ ჩიგოგიძე მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მმართველი გუნდის დეპუტატი წინასაარჩევნოდ მოსახლეობას მეჩეთის მშენებლობას დაპირდა.
ამასთან, ჩიგოგიძემ ქათამაძე პროვოკაციაში დაადანაშაულა. სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ოპოზიციის წარმომადგენელი ადგილიდან განარიდეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,