2021-01-06 15:31:57, 1008 ნახვა
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რაჭის მიმართულებით გაფრინდა. მეხანძრე-მაშველებთან ერთად ის ონჭევი-წოლას კერის ქრობას შეუერთდება. რეგიონში ამის გარდა დარჩენილია 2 კერა: ჩქუმში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ლაილაშში გრძელდება ხანძრის ქრობა. ამ ლოკაციებზე ცეცხლი ქვედა საფარს უკიდია და მეხანძრე-მაშველები ინდივიდუალური სპეცტექნიკით აგრძელებენ სამუშაოებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან