02:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 15:19:36, 723 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობამ ოპერატიული შტაბის სხდომაზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა

აჭარის მთავრობაში კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც განხილული იქნა აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება.

რეგიონში ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით სტაბილიზაცია შეინიშნება. ბოლო დღეების განმავლობაში კორონა ვირუსით ინფიცირების კლების ტენდენცია გამოიკვეთა. გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკურად გამოჯანმრთელდა 412 პაციენტი. გამოვლინდა ინფიცირების 212 ახალი შემთხვევა. ჯამში გამოჯანმრთელდა 26 000 - მდე პირი.

სამედიცინო დაწესებულებები და კოვიდ სასტუმროები მზად ყოფნაში არიან პაციენტების მისაღებად. ამ დროის მონაცემებით სტაციონარში არის 222 თავისუფალი საწოლი.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან გადაეცა 80-მდე ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი. აღნიშნული პროცესი გრძელდება, რაც ხელს შეუწყობს პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისის შეუფერხებლად მიწოდებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics