08:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-02 13:50:52, 723 ნახვა

რეგიონი
აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილოტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილოტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პეტრას ციხის და  წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ფონდი „ქართუს'' ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს  წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 700 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ეკლესიის შიდა სამუშაოები და ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს.

პეტრას ციხე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 2 200 000 ლარია. ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი.

სამუშაოები  დასკვნით ეტაპზეა. შშმ პირებისთვის 6 ლიფტის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics