2020-12-02 12:25:15, 628 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია - დაკავებულია ორი პირი
აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ამ წუთებში ხმაურია, სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი და ერთ-ერთი აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია.
ადგილზე ოპიზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
ახალგაზრდული ორგანიზაცია „იმოქმედეს“ წევრები აქცია-პერფორმანს - „ნუ გეშინია ბუშტების“ მართავენ.
აქციის მონაწილეები ცდილობდნენ ჰელიუმის ბუშტები საპროტესტო წარწერებით მთავრობის სახლის შენობაზე დაემაგრებინათ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,