„ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეს მთავარი პარამეტრია იმისა, რომ განისაზღვროს როგორი ვითარებაა ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.