ჯანელიძე: საქართველო როგორც ევროპული სახელმწიფო, აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს
„დღეს საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით მონიჭებული განსაკუთრებული შესაძლებლობებით, წარმოადგენს ერთგვარ კარიბჭეს აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში და პირიქით“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.