07:55 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ძიძიგური პრეზიდენტზე: ერთ შემთხვევაში აპელირებდე ხალხის უფლებაზე, მეორე შემთხვევაში სხვაგვარი გამოდიოდეს პასუხი, არამგონია, სწორი იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ერთის მხრივ  პრეზიდენტი აპელირებს ხალხის უფლებაზე და ამბობს, რომ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაერთვას, ხოლო მეორე მხრივ,  როდესაც ქორწინების დეფინიციაზე ხალხის უმრავლესობა კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების მომხრეა,  პრეზიდენტი ამგვარი ჩანაწერის აუცილებლობას ვერ ხედავს.

 

ბესელია: ყველანი ვიამაყებთ, რომ გვაქვს ხალხის ინტერესებზე გათვლილი და არა ერთ ადამიანზე მორგებული კონსტიტუცია

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ  პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

ინაშვილი მმართველ გუნდს: ნულპროცენტიანი „რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებაშიც მოიყვანეთ და თავზეც დაგვასვით

მმართველი გუნდი ამბობს, რომ საარჩევნო ბლოკების შექმნა ნეგატიური მოვლენაა, თუმცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაც“ ბლოკური სისტემით მოვიდა, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ზუგდიდში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

 

„რა საჭიროა ასეთი მთავარსარდლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, მიგაჩნია, რომ ომი გამოსაცხადებელია, თუ არა“

ზუგდიდში კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას მიმართა. მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც   ქვეყნის უზენაეს დოკუმენტში პრობლემატურად მიაჩნია. 

 

მარგველაშვილი: პრეზიდენტის არჩევის წესის შესაცვლელად მმართველ ძალას ძლიერი არგუმენტი სჭირდება

როგორი უნდა იყოს ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის სისტემა და როგორ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება, როგორი თვითმმართველობა გვსურს, როგორი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის სისტემა,  - ეს ის თემებია, რომელზეც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

 

ვოლსკი: „ღამის მგლების“ მიმართ შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება - ტურები არიან თუ მგლები - ჩვენ არ გვეკადრება

"ღამის მგლების" მიმართ შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება - ტურები არიან თუ ღამის მგლები - არ გვეკადრება და ყველაფერს უნდა ღირსეულად შევხვდეთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ, რუსი ბაიკერების საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

 

ბაქრაძე ლუჟკოვის ვიზიტზე: ოკუპაციის კანონთან ერთად, დაირღვა მორალური და პოლიტიკური კრიტერიუმები

„ამ ქვეყანაში ყოველთვის ყველას ჰქონდა თავისი ადგილი - მეგობარს მეგობრული, მტერს მტრული. თუ ჩვენ გაგვაჩნია თავმოყვარეობა და ვართ სახელმწიფო, ასეთი ტიპის ადამიანები ამ ქვეყანაში ვერ უნდა სეირნობდნენ“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს.

 

ბურჯანაძე „ღამის მგლებზე“: თუ ქართველობაზე ხელს არ ავიღებთ, არ დაგვავიწყდება, რომ სტუმარს პატივისცემა უნდა

„სტუმარ-მასპინძელი საქართველოში ბევრს აქვს ნასწავლი და თუ არ დაგვავიწყდება ჩვენი დიდი წინაპრების მემკვიდრეობა და ქართველობაზე ხელს არ ავიღებთ, მაშინ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სტუმარს პატივისცემა უნდა“, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ნინო ბურჯანაძე ვაკის პარკში რუსული ბაიკერ-კლუბის, „ღამის მგლების“ წევრის მისვლას.

 

„ღამის მგლების“ ბაიკერი: სტუმრად მოვედით ქვეყანაში, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს

რუსული ბაიკერ-კლუბის „ღამის მგლების“ წევრმა ვაკის პარკში ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

 

გოგა რაზმაძე: მჯერა, ყველა მძღოლი, ვინც ქუჩებში გადაჭარბებული სიჩქრით მოძრაობს, ავტოდრომზე გადმოინაცვლებს
ზურაბ პატარაძემ საკნსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" კონსტიტუციურ კანონზე ისაუბრა:

გოცირიძე: ვფიქრობ, უკვე მორალურად სულ მცირე დისკრედიტებული არიან ნინო გვენეტაძე და ლევან მურუსიძე

„იმდენად სამარცხვინოდ მიდის სასამართლო ხელისუფლებაში პროცესები, რომ მემგონია, უკვე მორალურად სულ მცირე არის დისკრედიტებული  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი გვენეტაძე და ბატონი  ლევან მურუსიძე“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ლევან მურუსიძის შესაძლო უვადო მოსამართლედ დანიშვნის საკითხს.

 

რომან გოცირიძე: ლუჟკოვი საქართველოში არ უნდა შემოეშვათ, ეს არის სირცხვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით,  მოსკოვის ყოფილ მერს იური ლუჟკოვს დარღვეული აქვს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და ის  საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა.

 

კობახიძე: ირმა ინაშვილს თავისი მათემატიკა აქვს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებს მოეწონათ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური  ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ბონუსის სისტემასთან დაკავშირებულ კითხვას გამოეხმაურა.

 

გია ხუხაშვილი იური ლუჟკოვის ვიზიტზე: ცუდი არ იქნება, რომ ვინმე დაისაჯოს

ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტი, სამართალდამცავი სისტემის გაუმართავი მუშაობის ბრალია.

 

სერგი კაპანაძე: ხელისუფლება ცდილობს, სასამართლოში თავისი მორჩილი მოსამართლეები ჰყავდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ლევან მურუსიძის შესაძლო უვადო მოსამართლედ დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics