პაოლო ალი: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ძლიერი გახლავთ, ჩვენს რეკომენდაციებს ალიანსი იზიარებს
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ძლიერი გახლავთ და ჩვენს რეკომენდაციებს, მოსაზრებებს ხშირად, როგორც წესი, იზიარებს ხოლმე ნატო. ჩვენი რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, ის დააჩქარებს პროცესს“,-ასე უპასუხა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ პარლამენტში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას-გაიზიარებს თუ არა ალიანსი რეკომენდაციას საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით.