მეუფე პეტრე: თუ ამ უსამართლობაში პატრიარქს რაღაც წვლილი აქვს, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ
„თუ ამ უსამართლობის უკან, ღმერთმა დაიფაროს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოიაზრება, ესეც უნდა იცოდეს მაშინ საზოგადოებამ. თუ ამ უსამართლობასთან პატრიარქს რაღაც წვლილი და წილი აქვს“,-ასე უპასუხა მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში წამყვანის შეკითხვას - „თუ პატრიარქი არ იტყვის საწინააღმდეგოს, თქვენ ჩათლით, რომ ის ეთანხმება ედიშერ ქარჩავას განცხადებას?“