შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 15 მაისიდან პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ძარცვის ბრალდებით ძებნილი, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ომარ ც. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.