გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში წევრობის პრივილეგიებს ვალდებულებების აღების გარეშე ვერ შეინარჩუნებს.
თურქეთი რუსული სუ–24 ტიპის ბომბდამშენის ჩამოგდებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად მზადაა.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ის ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას არც აფერხებს და არც აჩქარებს, - ამის შესახებ მერკელმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანთან შეხვედრის დასრუელბის შემდეგ განაცხადა.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს Су-24-ის ჩამოგდების გამო, ბოდიში მოუხადა, - აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის პრეს-ატაშემ, დიმიტრი პესკოვმა გაასაჯაროვა.
ლიბანში აფეთქებების სერიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 19 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით პეტიციას უკვე 3 მილიონამდე ადამიანმა მოაწერა ხელი, - ამის შესახებ BBC იუწყება.
კათოლიკურმა ეკლესიამ ჰომოსექსუალებს მათი შევიწროვების გამო, ბოდიში უნდა სთხოვოს, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანსიცკმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა.
ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” ინტერნეტში ხუთი სირიელი აქტივისტის მკვლელობის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დიდი ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მალე დაიწყოს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More