ზვიად ქაწაშვილი: გრძელდება სამუშაოები, რათა უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები, რის შემდეგაც დაზარალებულებს მათი კუთვნილი ნივთების გამოსატანად ეტაპობრივად შეიყვანენ.