იზორია ქართველ მშვიდობისმყოფელებს: თუ დღეს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე პრესტიჟის მქონეა, ეს თქვენი დამსახურებაა
„თქვენ ჩვენი სიამაყე ხართ. თუ დღეს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე პრესტიჟის და დამსახურების მქონე ქვეყანაა - ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა“,-ასე მიულოცა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღე.