საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის საზღვაო დანაყოფის ანალიზის, ინფორმაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კაროლ ტურზინსკი ეწვია.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის მხარდაჭერით, სასტუმრო „რადისონში“ „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.
22 მაისი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისიძებების მზადებისა და ჩატარების დღეებში დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქედაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 15 ბენეფიციარს კურორტ „საირმეში“ ათდღიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურსი ჩაუტარდა. ამით, პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაასრულეს იმ 18 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობების შესწავლა, რომლებმაც უწყებას საცხოვრებელი ფართების შეძენის განაცხადით მიმართეს.
ბათუმში, მეორე დღეა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-8 საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ორი ფორდის მარკის 18–20 კუბიანი, ახალი ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა.
მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მშობლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია მიმდინარეობს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სანიველირო ქსელის რეკონსტრუქციაზე მუშაობას აგრძელებს.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტში ანგარიშით დღეს წარდგება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More