ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთს დახმარება შესთავაზა.
„საფრანგეთში გავაგზავნეთ სპეციალისტების ჯგუფი და მზად ვართ ყველა საჭირო დახმარება გავუწიოთ“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განაცხადა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაღუპული ოჯახის წევრებს და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ გასამგზავრებელი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებს ანახლებს.
„პარიზში ოთხი ადამიანის მკვლელობა საზიზღარი, ანტისემიტური აქტია“,-ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ტერაქტების შესახებ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა.
საფრანგეთის პოლიცია ვინსენსის გარეუბანში, მაღაზიაში შეჭრილი ტერორისტების თანამზრახველ ქალს, ჰაიათ ბუმედინს ეძებს, რომელმაც გაქცევა მოახერხა.
ვინსენსის გარეუბანში, ქაშერულ მაღაზიაში გუშინ ტერორისტებმა ოთხი მძევალი მოკლეს.
ქაშერულ მაღაზიაში შეიარაღებული პირი საფრანგეთის პოლიციის მიერ მოკლულია. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ჟურნალ "Charlie Hebdo"-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები შერიფ და საიდ კუაშები მოკლეს. მათი დაკავების სპეცოპერაცია პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ-ან-გოელში რამდენიმე საათია მიმდინარეობდა.
პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით ძმები კოაშების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More