იოჰანეს ჰანი LIBE-ს გადაწყვეტილებაზე: ეს იქნება კარგი ახალი წელი საქართველოს მოქალაქეებისთვის
მივესალმები ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისადმი მტკიცე მხარდაჭერას, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი Twitter საკუთარ გვერდზე წერს.