ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, 6 თვის მაჩვენებლით, 2015 ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა.
საზაფხულოდ PSP-ში „ოქროსფერი ზაფხულის“ აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მზისგან დამცავ საშუალებებზე და ავტორუჯზე სპეციალური ფასები ამოქმედდა.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ", რომლის მიზანია მომხმარებლის ინფორმირება სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის შესახებ.
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტმა „გორგიამ“ წერეთლის #140-ში მდებარე ფილიალში ინტერიერის დიზაინის იტალიური შოუ-რუმი „გორგია პრემიუმი“ გახსნა.
საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის მთავრობებს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა.
„თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში საქართველო–იტალიის პირველი ენერგეტიკული ბიზნესფორუმი გაიმართა.
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, თბოელექტრო სადგურების მიმართვის საფუძველზე „სემეკის“ მიერ ტარიფების დათვლა მიმდინარეობს.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More