„ბოკო ჰარამის” მებრძოლებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში თვითმკვლელ-ტერორისტებად 50 ბავშვი აქციეს
ნიგერიაში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფების „ბოკო ჰარამის” მებრძოლებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში 50 ბავშვი თვითმკვლელ-ტერორისტებად აქციეს, - ამის შესახებ BBC გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეზე ჰუმანიტარულ საკითხებში სტივენ ობრაიენზე დაყრდნობით იუწყება.