ზუგდიდის გამგეობამ საცხოვრებელი სახლების ესკიზებზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ დღეს, საცხოვრებელი სახლების ესკიზებზე გამოცხადებულ კონკურსში, საპროექტო, სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამარჯვებული კონკურსანტი გამოავლინა.