იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს სახელწოდებით – „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“, რომლის ერთ-ერთი კომპონენტის – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ – ფარგლებში დღეს სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 11 კომპიუტერი და 7 პრინტერი გადასცა.