საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
დიდთოვლობისა და ნამქერის გამო ვითარება საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე კვლავ რთულია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), ზვავსაშიშორებაა მოსალოდნელი რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მეტროპოლიტენი 04:30 საათამდე იმუშავებს და მგზავრთა გადაადგილება 23:00 საათიდან 04:30 საათამდე უფასო იქნება.
„საქართველოს მთარობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმატს თებერვლის დასაწყისში წარადგენს, რაც ტურისტებისთვის საქართველოში ვიზის მიღების შესაძლებლობებს გაამარტივებს“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„2014 წელს საქართველოს 5 493 492 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პოლიციელებმა ნინოწმინდის რაიონში 200-მდე მოქალაქე გადაარჩინეს.
საქართველოს სახალხო დამცველი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას ულოცავს.
შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარდების რევოლუციის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ხვალ მსვლელობა გაიმართება.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More