წულუკიანი: თუკი შარშანდელთან შედარებით რომელიმე ინდექსი გააუმჯობესა საქართველომ − ეს გახლავთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა
იუსტიციის მინისტრი „Freedom House“-ს ანგარიშს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა; ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი კი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდაა. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მხრივ შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაიზარდა.