18:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თინა ხიდაშელი: პარლამენტის წევრიც ვარ და მინისტრიც

„პარლამენტის წევრი ვარ და უკვე დავინიშნე მინისტრად“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის  კანდიდატმა თინა ხიდაშელმა  ჟურნალისტებს განუცხადა. 

ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის წარდგენაზე უარის თქმის უფლებამოსილება არ აქვს

კონსტიტუციონალისტების განცხდებით, პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენაზე უარის თქმის უფლებამოსილება არ აქვს.

 

ნინო გვენეტაძე: ამ ეტაპზე კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილება აქვს

„ამ ეტაპზე კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, ბუნებრივია, პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილება აქვს“, - ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გიორგი მარგველაშვილის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენის ერთი კვირით გადადების საკითხს. 

 

გვენეტაძე: კანდიდატურებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხარდაჭერა ჩემთვის საამაყო განაცხადი იყო

„უზენაესი სსამართოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან საამაყო განაცხადი იყო“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ იუტიციის უმაღლეს სკოლაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები წარუდგინა. 

 

EBRD: დამნაშავე ადამიანის ძებნა მთავრობაში საჭირო არაა

„არამგონია რომ საჭირო იყოს, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაში დამნაშავე ადამიანის ძებნა მთავრობაში“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ ლარის კურსის გაუფასურების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

 

გიგლა აგულაშვილი: ვისურვებდი, რომ მთვრობა უფრო სწრაფად შესდგომოდა მუშაობას

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატი გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობას, სრული შემადგენლობით მუშაობა უფრო სწრაფად უნდა დაეწყო.

 

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება გაბრაზებულმა მიიღო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება გაბრაზებულმა მიიღო.

 

თინა ხიდაშელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს. 
 

დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ

„ჩვენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. 

 

გიორგი მარგველაშვილი: რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს?!

„როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავრასარდალმა  მინდა დავსვა კითხვა, რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე მინისტრების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

გიგლა აგულაშვილი: ჩვენი მიზანი მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა იქნება

„ჩვენი მიზანი იქნება დავნერგოთ მწვანე ეკონომიკის პრინციპები და ხელი შევუწყოთ მწვანე ბიზნესის განვითარებას“, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატმა გიგლა აგულაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. 

 

პრეზიდენტმა მთავრობის პარლამენტში წარდგენა ერთი კვირით გადადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. 

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კომიტეტებში, სავარაუდოდ, დღეს მოუსმენენ

მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს  კომიტეტებში სავარაუდოდ დღეს მოუსმენენ.

 

თედო ჯაფარიძე: ქალბატონი თინა გამოცდილი და ენერგიული პოლიტიკოსია

„ქალბატონი თინა გამოცდილი, ენერგიული პოლიტიკოსია“,-ასე გამოეხმაურა თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics