ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიამ, ასევე გუბერნიის და გამგეობის წარმომადგენლებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან მივიდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის მთავრობის და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჯაფარიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„მენატრება ისეთი ერთიანობა, როცა შეიძლებოდა ადამიანები საქართველოს ერთიანობის იდეის გარშემო ყოფილიყვნენ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა, სადაც მან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„9 აპრილი ყველა ქართველს გვახსენებს მთავარ მოვალეობას, რისთვის მოვედით ამ ქვეყანაზე“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More