საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო სისტემების სპეციალისტები ღია გეოსივრცითი კონსორციუმის - OGC-ის ტექნიკური კომიტეტის შეხვედრებში მონაწილეობენ.
„2016 წლისთვის ვგეგმავთ გვირაბის რეაბილიტაციას, ეს ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნება და ამისთვის აუცილებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება რამდენიმე თვით“, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) კმ94-კმ110) მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
449 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა.
ცნობილ ქართველ მსახიობს, რეჟისორს და სცენარისტს ოთარ კობერიძეს დღეს დაკრძალავენ.
„კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში, ეროვნულმა არქივმა დღეს მეფე გიორგი III-ის (გ. 1184) ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა.
ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის რეაბილიტაცია იწყება.
საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, 13 მარტს, დაცული ტერიტორიებისათვის ევროპული დიპლომის მინიჭების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის ექსპერტები და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დაესწრება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოავარიის შედეგად დაღუპულ ორ ქართველ კურსანტს საქართველოში სავარაუდოდ, დღეს ჩამოასვენებენ.
კინოთეატრ „ამირანში“ ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ფილმის ჩვენება მოეწყო.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან ერთად ქედას, შუახევისა და ხულოს სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს ესტუმრა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგიის განხორციელების სრულად განფასებული 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More