შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ. აშშ-ს მთავრობამ პროექტი K9 ქართულ მხარეს სრულად გადასცა და ის შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლობით გაგრძელდება.