სერგეენკო ქადაგიძეზე: შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები აშკარად ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები აშკარად ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.