ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად მსოფლიოში შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოს ქალაქებში მცხოვრები ადამიანების 80%-ზე მეტი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.