ზაქარეიშვილი: საჭიროა მეტი გონიერება, რათა გავიგოთ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების უკან ვინ დგას
„საჭიროა მეტი გონიერება, რათა გავიგოთ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების უკან ერთი პიროვნება დგას თუ ორგანიზაცია“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში სირიაში მებრძოლი ქართველი რადიკალი მუსლიმის მიერ საქართველოს მიმართ გავრცელებული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.