საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსასიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს რეჟისორი გიორგი ოვაშვილი ესტუმრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს თანაუგრძნობს.
მდინარე მაშავერას დაშრობასთან დაკავშირებით ადგილზე სიტუაციის შესწავლა განხორციელდა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ GIZ-ის ექსპერტებთან ერთად საქართველოში მიწის ადმინისტრირებისა და მართვის, ამ სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების, მათი გადაჭრისა და დარგის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More