კლაუს გერჰაუზერი: როგორც ჩანს, საქართველო 4.7%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გავიდა, რაც ძალიან კარგი შედეგია
აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა.