„ილია ჭავჭავაძესაც აქვს ნათქვამი, თუ საქმის გაფუჭება გინდა საბჭო უნდა შექმნაო. ზუსტად ეს არის ივანიშვილის გუნდის ლოზუნგი და დევიზი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის კურსის ნახტომისებური ცვლილებები არ უნდა მოხდეს.
„პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გაუქმებით, მსჯავრდებულებს გასაჩივრების საფუძველს არ ვუზღუდავთ“, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „პატიმრობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როცა კორუფციაზე ლაპარაკობთ, მივმართავ მათ, ცალკე მოიკითონ კორუფციის ფაქტები,-ამის შესახებ განცხადება, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში გადაცემა "არჩევანში" საუბრისას გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში თანამდებობეზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ინტერპოლით ძებნილი ადამიანების დანიშვნა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აზიანებს.
„თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში პოლიტიკური ასპექტები არ უნდა ყოფილიყო“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელების“ თავჯდომარე დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More