პრეზიდენტი ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს
"ეკონომიკური რყევების, მათ შორის საგარეო ფაქტორებით გამოწვეული შოკების უკეთ გამკლავების მიზნით, ეკონომიკური პროგნოზირების მოქნილი სისტემა გვესაჭიროება",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.