პრემიერ-მინისტრი: ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში 3 მილიარდზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს
"2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში - დაახლოებით 4,5%", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.