01:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ჰაკან ფიდანი რუსეთში ვლადიმერ პუტინს და სერგეი ლავროვს შეხვდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანი 26-27 მაისს რუსეთს ეწვევა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჰაკან ფიდანი რუსეთში კოლეგის, სერგეი ლავროვის მიწვევით ჩავა.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

გარდა ამისა, ჰაკან ფიდანი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის რამდენიმე მაღალჩინოსანთან, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადიმერ მედინსკისთან, რომელიც 16 მაისს, სტამბოლში გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, ასევე რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ანდრეი ბელუსოვთან.

თურქული მედია წერს, რომ შეხვედრების დროს მინისტრი ხაზს გაუსვამს რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიმართ თურქეთის ერთგულებას და კმაყოფილებას გამოთქვამს ამ პროცესში ბოლო დროს მიღწეული პროგრესით.

მოსალოდნელია, რომ ჰაკან ფიდანი კიდევ ერთხელ დაადასტურებს თურქეთის მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, შუამავლის როლის შესრულებით.

ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
ნიუ იორკში, მდინარე ჰუდსონზე, სატვირთო ხომალდზე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში სირიის პრეზიდენტს შეხვდა
ღაზის სექტორში ისრაელი სამხედრო ოპერაციას აგრძელებს
საქართველოს 21 წლის მოქალაქე, რომელიც აშშ-ში მასობრივ მკვლელობებს გეგმავდა, ექსტრადირებულია
აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყო
Amnesty - საქართველოში ქალი აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული გენდერული ძალადობა იზრდება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
დონალდ ტრამპი ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების დაწესების წინადადებით გამოდის
ვიქტორ ორბანი - თუ უკრაინას ევროკავშირში შემოვუშვებთ, ყველა რესურსს ღრუბელივით შთანთქავს
დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლა დასრულდა
სერგეი ლავროვი - კონფლიქტის მოგვარების მემორანდუმზე ვმუშაობთ და შეთანხმების შესაბამისად, ჩვენ მას უკრაინელებს გადავცემთ
ალექსანდრე ლუკაშენკო - ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან, მათ ტვინი გამოურეცხეს, რომ ჩვენ მტრები ვართ
გიტანას ნაუსედა - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი უფრო ძლიერი უნდა იყოს
ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდს საერთაშორისო სტუდენტების მიღების უფლება გაუუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics