თავდაცვის სამინისტროსთან მოქალაქემ ვეტერანის მოწმობა დაწვა
თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქე არჩილ ხაჭაპურიძემ პროტესტის ნიშნად ვეტერანის მოწმობა დაწვა. ხაჭაპურიძემ ამ ფორმით უკრაინაში დაღუპული ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება გააპროტესტა.