სახაზინო სამსახურის უფროსი: 2014 წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსმა ცოტნე ყავლაშვილმა მედიას 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გააცნო, რომელიც საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად პარლამენტს 20 იანვარს წარედგინება.