ქუმსიშვილი: ევროპის საინვესტიციო ბანკის მომავალი გეგმები მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის დიდი მხარდაჭერაა
„ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა და მომავალი გეგმები ძალიან დიდი მხარდაჭერაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებული რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის დაჩქარების და მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი მნიშვნელოვანი საფინანსო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.