სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს განცხადებით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე ზეისტორიული თარიღია, - ამის შესახებ ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში აღნიშნა, სადაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.