19:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

კახეთის რეგიონში საგარეჯოს, თელავის და გურჯაანის რაიონებში, 1 ოქტომბრის 16:20 სთ-დან  ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით სეტყვასაშიში ღრუბლის მასები შემოვიდა. 

დიმიტრი ქუმსიშვილი შვეიცარიის ელჩს ლუკას ბეგლინგერს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლუკას ბეგლინგერს შეხვდა, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას მიმდინარე წლის 17 სექტემბერიდან ასრულებს.

 

1 დოლარი 2.3954 ლარი გახდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი უნგრეთის ელჩს შანდორ საბოს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შანდორ საბოს შეხვდა.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ამ დროისთვის 103,3 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.

 

გიორგი ჩოგოვაძე: ტურისტების ზრდამ ლარის კურსის გამყარებაზე იმოქმედა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურისტების და მასთან ერთად შემოსავლების ზრდამ ლარის გამყარებას შეუწყო ხელი. მისი განმარტებით, რომ არა ეს მონაცემები, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდებოდა. 

გიორგი ჩოგოვაძე: ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 568 663 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6 %-ია. 

„ვისოლი“, “სმარტი” და “დანკინ დონატსი” წამახალისებელ აქციას იწყებენ

„ვისოლ ჯგუფმა“ ერთგული მომხმარებლისთვის  გრანდიოზული აქცია დაიწყო.

 

„გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ („The Global Competitiveness Report“) მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა და 69-ე ადგილიდან 66-ზე (4,22-იანი ქულით) გადმოინაცვლა 140 ქვეყანას შორის.

 

ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება „თიბისი ბანკისგან“

წამახალისებელი გათამაშება “თიბისი ბანკის” ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის! 

 

Express Bank-ის ოქტომბრის თვის შეთავაზება - შეიძინე ნივთი Express Card-ით და მიიღე 500 Express ბონუსქულა საჩუქრად

Express Bank-ი, ყველაზე მარტივი ბანკი, იმ მომხმარებელს, ვისაც 3 თვეზე მეტია   Express Card-ით არ გადაუხდია, საქართველოს ბანკის პოსტერმინალის მეშვეობით პირველივე გადახდისას, საჩუქრად გადასცემს 500 Express ბონუსქულას. 

 

დიმიტრი ქუმსიშვილი სამინისტროს ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სამინისტროს სისტემაში შემავალ ტრასპორტის სფეროში მომუშავე საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და შპს-ების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

1 დოლარი 2.3931 ლარი ღირს

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

 

ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა.

 

ფინანსთა სამინისტრო - 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა 137,6 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა (5 772,6 მლნ ლარი) 137,6 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 5 910,2 მლნ ლარი შეადგინა (გეგმის 102,4%).

 

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics