ღარიბაშვილი: ხალხი ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ახლო წარსულში იყო
მთავრობის მთავარი საზრუნავი, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.