პრემიერის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტრომ "9+1"-ის გადამღებ კომპანიას 1 თვით 15 სამხედრო პერანგი გადასცა
მრავალსერიანი მხატვრული ფილმის "9+1" გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენი" 1 თვით, სამხედრო მოსამსახურის 15 ცალი მოკლემკლავიანი პერანგით უზრუნველყო.